Belive

მესი და რონალდუ ერთად? - კარლოს ტევესის იდეა ფეხბურთის გულშემატკივრის ოცნების ასახდენად

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი, კარლოს ტევესი ამხანაგური მატჩის ორგანიზებას გეგმავს. "როსარიო სენტრალსა" და "ინდეპენდიენტეს" მთავარ მწვრთნელად ტევესმა ისე იმუშავა, რომ ჯერ საფეხბურთო მოედნიდან ის ოფიციალური მატჩით არ გაუცილებიათ, რის გამოსწორებასაც 41 წლის არგენტინელი ახლა აპირებს.

კარლოს ტევესმა ფეხბურთელის კარიერა 2021 წელს დაასრულა და მას შემდეგ ამ მატჩის ორგანიზებაზე ზრუნავს, უახლეს ინტერვიუში კი მან დეტალების შესახებ ისაუბრა.

ტევესი განმარტავს, რომ გეგმავს, ამ მატჩში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში 2 გამორჩეული ფეხბურთელი, ერთ გუნდში ათამაშოს, ცხადია, საუბარი კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიზეა. მატჩი სავარაუდოდ "ბოკა ხუნიორსის" საშინაო არენაზე, "ლა ბომბონერაზე" გაიმართება.

21-ე საუკუნის ორ საუკეთესო ფეხბურთელთან ტევესს ნათამაშები აქვს: ლეოსთან არგენტინის ნაკრებში, ხოლო კრიშტიანუსთან "მანჩესტერ იუნაიტედში".

კარლოს ტევესი კარიერის განმავლობაში "ბოკა ხუნიორსის", "კორინთიანსის", "ვესტ ჰემის", "მანჩესტერ იუნაიტედის", "მანჩესტერ სიტის", "იუვენტუსისა" და "შანჰაი შენჰუას" შემადგენლობაში თამაშობდა.

სხვა სტატიები