Belive

დებიუტი სერია ა-ში - ლოჩოშვილი კრემონეზეს ძირითად შემადგენლობაშია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია ა-ს მეორე ტურში ,,რომა'' ,,კრემონეზეს'' უმასპინძლებს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება. სტუმართა ძირითად შემადგენლობაშია ქართველი მცველი, ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც იტალიურმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ გაიფორმა. 24 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს.


კრემონეზეს სასტარტო თერთმეტეული: რადუ, კირიკეში, ლოჩოშვილი, გილიონე, ვალერი, აივუ, პიკელი, ასკასიბარი, დესერსი, ოკერეკე, ძანიმაკია.
სერია ა-ში აღზევებულმა ,,კრემონეზემ'' იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში ,,ფიორენტინასთან'' სტუმრად 3:2 წააგო. ,,რომამ'' კი გასვლაზე ,,სალერნიტანასთან'' 1:0 იმარჯვა.

სხვა სტატიები