Belive

დე ლიხტი: ,,სირცხვილია! თუ აშკარა თამაშგარე არ არის, თამაში უნდა გაგრძელდეს''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' მცველმა, მატიას დე ლიხტმა, ,,რეალთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა. ნიდერლანდელი მატჩის მიწურულს მომხდარ საკამათო ეპიზოდს გამოეხმაურა, როცა მსაჯის სასტვენის შემდეგ გასული გოლი არ ჩაითვალა:

..ემოციები არც ისე კარგია, ფინალში გასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავით... ათ წუთში ყველაფერი შეიცვალა. ეს რეალია - როცა გგონია, რომ ყველაფერი დამთავრებულია, მას ბოლო ამოსუნთქვა აქვს. ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა 14-ჯერ სწორედ ამიტომ მოიგო.

არჩათვლილი გოლი? ვფიქრობ, წესები ყველამ ვიცით... თუ აშკარა თამაშგარე არ არის, თამაში უნდა გაგრძელდეს. სირცხვილია!

ხოსელუს გოლის შემთხვევაში თამაშგარე იყო, მაგრამ მსაჯმა მეტოქეს თამაშის გაგრძელების საშუალება მისცა, რატომ არ მოხდა იგივე ჩვენს შემთხვევაში? მსაჯზე საუბარი ადვილია, მაგრამ ყველაფერი დამსახურებულია!'' - მატიას დე ლიხტი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მადრიდის ,,რეალმა'' მიუნხენის ,,ბაიერნს'' 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც პირველ ივნისს ლონდონში გაიმართება, ,,სამეფო გუნდის'' მეტოქე დორტმუნდის ,,ბორუსია'' იქნება.

სხვა სტატიები