Belive

დე ლაურენტისი: ,,კვარაცხელიასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ გუნდში დარჩება:

,,კვარაცხელიასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან მას გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს.

პრესაში დაიწერა, რომ ვიღაც ცდილობს გადაიბიროს (დე ლაურენტისი სავარაუდოდ, პსჟ-ს პრეზიდენტს გულისხმობს) ფეხბურთელი იმ კლუბის ნებართვის გარეშე, რომელსაც ის ეკუთვნის. თუმცა, ჩვენ კვარასთან და მის აგენტთან ერთად ხელშეკრულების გახანგრძლივებას განვიხილავთ.'' - აურელიო დე ლაურენტისი

გასულ სეზონში კვარაცხელიამ ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით არაერთი გუნდი, მათ შორის ,,პარი სენ ჟერმენიც'' ინტერესდება.

სხვა სტატიები