Marca: "მოურინიომ რეალში სუპერტრანსფერებზე კატეგორიული უარი განაცხადა"
გავრცელებული ინფორმაციით, რეალმა საბოლოოდ შეათანხმა გეგმა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე კვირაში კლუბი ჟოზე მოურინიოს დაბრუნების შესახებ გამოაცხადებს.
ESPN-ის ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტის სამეფო კლუბში ხელახლა დანიშვნის ზუსტ თარიღად 5 ივნისი სახელდება.
ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა "Marca"-ს ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ რეალ მადრიდს აცნობა, რომ მას არ სურს ვარსკვლავური სახელების მქონე მოთამაშეების დამატება, რადგანაც მას ჰყავს 'მშიერი მოთამაშეები', რომლებიც ბევრს ირბენენ, იბრძოლებენ ტიტულისთვის და არ ექნებათ დიდი ეგო.
El técnico no va a pedir fichajes de estrellas. Pondera el compromiso y quiere jugadores con hambre, ganas de correr y luchar, alma y con ausencia de ego.
— Diario AS (@diarioas) May 30, 2026
✍️ @AS_MarcoRuiz https://t.co/bEkq24i7w1
როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიოს ფლორენტინო პერესისგან სრულიად მწვანე აქვს ანთებული იმაზე, რომ როგორც მოედანზე, ასევე გასახდელში გუნდში სიტუაცია სრულიად აკონტროლოს და ყველაფერი მან გადაწყვიტოს.
ლეგენდარული ჟოზე 'სამეფო კლუბში' 2010-2013 წლებში მუშაობდა, სადაც კლუბთან ერთად ესპანეთის თასი, სუპერთასი და ლა ლიგა მოიგო. 2011 წელს კი იგი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად კარიერაში მეოთხედ დაასახელეს.