დე ლა ფუენტე: "კარგები ვიყავით, მაგრამ ახლა დიდი სცენის დროა..."
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ავსტრიის ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვებისა (3:0) და მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.
სპეციალისტმა ფეხბურთელების პერფორმანსით კმაყოფილება არ დამალა, თუმცა აღნიშნა, რომ გუნდს კიდევ უფრო მომატება შეუძლია.
„დღეს მოედანზე თითქმის სრულყოფილები ვიყავით. რა თქმა უნდა, პროგრესის ადგილი ყოველთვის არის და შეგვიძლია კიდევ უფრო უკეთ ვითამაშოთ, მაგრამ დღევანდელი მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ.
თუმცა, კარგად ვიცით, რომ ახლა უკვე ტურნირის ყველაზე დიდ და გადამწყვეტ სცენაზე მივდივართ.
ოიარსაბალი უბრალოდ საოცარია. ის საშინლად დაუფასებელი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ის გულშემატკივრებისგან ბევრად უფრო მეტ აღიარებასა და პატივისცემას იმსახურებს იმ სამუშაოს გამო, რასაც მოედანზე ასრულებს.
ორივე გუნდს ძალიან კარგად ვიცნობთ... პორტუგალიაც და ხორვატიაც უმაღლესი დონის ნაკრებები არიან. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს და დაგვიდგეს წინ, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მათთან დაპირისპირებას." - ლუის დე ლა ფუენტე
რაც შეეხება მერვედფინალში ესპანეთის პოტენციურ მეტოქეს, ესპანელები პორტუგალიასა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.