ესპანეთის ნაკრების გასაოცარი რეკორდი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალის მორიგ დაპირისპირებაში პორტუგალია ესპანეთთან 0:1 დამარცხდა, ერთადერთი გოლი მიკელ მერინომ 90+1 წუთზე გაიტანა და თავისი ნაკრები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა, სადაც აშშ/ბელგიის წყვილიდან გამარჯვებულს შეხვდება.
გამარჯვების გარდა, ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, რადგან მათ კიდევ ერთი გასაოცარი მიღწევა დააფიქსირეს. კერძოდ ესპანეთი პირველი ნაკრებია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების ზედიზედ 6 შეხვედრაში შეძლო კარის მშრალად შენახვა, 5-ჯერ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე და ერთხელ გასულ 2022 წლის მუნდიალზე, სადაც მაროკოსთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
2022 - 0:0 მაროკო
2026 - 0:0 კაბო ვერდე
2026 - 4:0 საუდის არაბეთი
2026 - 1:0 ურუგვაი
2026 - 3:0 ავსტრია
2026 - 1:0 პორტუგალია
🚨 𝗥𝗘𝗖𝗢𝗥𝗗: Spain are the first team in World Cup history to keep 6 clean sheets in a row.
— Football Tweet ⚽ (@Footballtweet) July 6, 2026
✅ 1-0 win vs. Portugal 🇵🇹
✅ 3-0 win vs. Austria 🇦🇹
✅ 1-0 win vs. Uruguay 🇺🇾
✅ 4-0 win vs. Saudi Arabia 🇸🇦
🤝 0-0 draw vs. Cape Verde 🇨🇻
🤝 0-0 draw (went out of pens) vs. Morocco… pic.twitter.com/rsFomL4Zff