Belive

დე ლა ფუენტე იტალიასთან მატჩზე: ,,მოგება ერთადერთი რამაა, რაზეც ვფიქრობთ''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, იტალიასთან მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდის ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა:

,,ხორვატიასთან მატჩში თითოეული ფეხბურთელის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ასევე, ძალიან მახარებს თუ როგორ ივარჯიშეს გუნდის სხვა წევრებმა. მართალია, კარგად დავიწყეთ, მაგრამ მომატების სურვილი ყოველთვის უნდა გვქონდეს.

თავმდაბლები უნდა ვიყოთ! ეს გრძელი რბოლაა, საფრანგეთის, გერმანიის, პორტუგალიისა და იტალიის პოტენციალის შესახებ ვიცით და მუშაობას გავაგრძელებთ, რათა მოვუმატოთ...

უდავოა, რომ მოგება გვინდა და ეს ერთადერთი რამაა, რაზეც ვფიქრობთ. ჩვენთვის სუპერ-მნიშვნელოვანი მატჩია და თითოეულ შეხვედრაში მოსაგებად ვთამაშობთ.

იტალიის ნაკრები ძალიან გვგავს, მეტოქემ შემადგენლობა ახლახან შეიცვალა. ჰყავთ როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი ფეხბურთელები. თითქოს, სარკეში საკუთარ თავს ვუყურებთ!'' - ლუის დე ლა ფუენტე

ხვალ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ერთმანეთს იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები