ლუის ენრიკე: ,,დაბრუნდა თუ არა პსჟ? თუ ასეა, ეს შესანიშნავია''
17 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, რენთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,რენს ახლა საუკეთესო დრო არ აქვს, მაგრამ მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ჩვენი მიზანია, რომ პირველი ადგილი შევინარჩუნოთ და ლანსზე, მარსელსა და ლიონზე ზეწოლა გავაგრძელოთ.
როგორც გუნდი, კვლავ გაუმჯობესებას ვცდილობთ. ვმუშაობთ, რომ თავი უკეთ დავიცვათ, უკეთ შევუტიოთ და ყველა ფეხბურთელი განკარგულებაში გვყავდეს.
დასვენება მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან გრძელი 2024-2025 წლების სეზონის შემდეგ, სულ 3-კვირიანი შვებულება გვქონდა. ფეხბურთელებმა სიამოვნება უნდა მიიღონ და სწორედ ამისთვის დასვენება ერთ-ერთი გასაღებია.
პსჟ დაბრუნდა? თუ ასეა, ეს შესანიშნავია, რადგან ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ახლა მთავარი მომავალ მატჩში გამარჯვებაა, რაც მარტივი არ იქნება.
ნუნო მენდეში იდეალურია? არ ვიცი, არსებობს თუ არა იდეალური ფეხბურთელი. არიან მოთამაშეები, რომლებსაც ბევრი თვისება აქვთ მენდეში, ალბათ, სწორედ ასეთია, მაგრამ იდეალური ფეხბურთელი არ არსებობს...
არის თუ არა ჰაკიმი 100%-ით მზად? იმისათვის, რომ ამაში დავრწმუნდეთ, საქმეში უნდა ვნახოთ. მთავარია, რომ დაბრუნდა და თამაში შეუძლია.'' - ლუის ენრიკე
დღეს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში, რენი პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება.
22 ტურის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდს 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, რენი კი 31 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.
ℹ️👀 Luis Enrique : « Le PSG de retour ? Vous savez quel est mon avis sur les performances durant la saison. Si on est de retour, c’est merveilleux car c’est la meilleure partie de la saison. »
— ParisSG INFOS (@Paris_sginfos) February 12, 2026
« L’important, c’est de gagner le prochain match demain. Ce n’est pas facile, à… pic.twitter.com/fnrYJKYO5z