"დავიღალე მანჩესტერ იუნაიტედის თამაშის ყურებით" - გარი ნევილი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მოთამაშე და ინგლისური კლუბის ლეგენდა, გარი ნევილი, თავისი გუნდის თამაშით იმედგაცრუებულია, Skysports-თან ინტერვიუში ამბობს, რომ დღევანდელი "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშით დაიღალა
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, სიმართლე რომ ვთქვათ წრეზე დავდივართ, უნდა დაიწყოს მთავარი მწვრთნელის (ერიკ ტენ ჰაგი) წინააღმდეგ წასვლა, შემდეგ დაიწყება, რომ ვერ მოვიშორებთ მწვრთნელს, რადგან ჩვენ უნდა გავუშვათ მოთამაშეები, რომლებმაც სხვა მწვრთნელები უკვე მოიშორეს, შემდეგ კი უკვე მივდივართ მფლობელებთან და მოვიწყინე. დავიღალე საკუთარი კლუბით. საერთოდ აღარ მინდა თამაშების ყურება და ეს არის ყველაზე სევდიანი ფაქტი, როდესაც ადამიანს საკუთარი კლუბის თამაშების ყურება აღარ გსურს, როცა იღლები და გბეზრდება მათი ყურება. ეს მხოლოდ მე არ ვარ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ასე ბევრი ადამიანი ფიქრობს. ჩემი ცხოვრებაა, რომ მივიდე და ვნახო "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაში, ყოველთვის ამას ვაკეთებ, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ დავიღალე მათი ყურებით და ეს ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ პოზიციაში ხარ, რადგან მე მიყვარს ეს კლუბი და მიყვარს ის აზარტი რაც ფეხბურთს თან სდევს. მე უკვე მეშინია თუ რა მოხდება "ენფილდზე" რამდენიმე კვირაში, ასევე მეშინია თუ რა მოხდება ოთხშაბათს "ჩელსის" წინააღმდეგ, ამ მატჩებში დიდი არეულობა იქნება, რადგან ჩვენი კლუბის ნდობა უკვე დაკარგულია. მთელმა კლუბმა დაკარგა ჩვენი, როგორც გულშემატკივრებისა და მედიის ნდობა. ჩვენ მათ აღარ ვენდობით, რადგან ისინი უფრო და უფრო დაბლა ეცემიან და ეს საერთოდ არ არის კარგი.
-გარი ნევილი