Belive

დავიდ მოიესი: "ტენ ჰაგი თავის მოვალეობას იდეალურად ასრულებს"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა - დავიდ მოიესმა, "წითელი ეშმაკების" მოქმედ მწვრთნელზე - ერიკ ტენ ჰაგზე ისაუბრა და შეაქო.

"ვფიქრობ ის თავის საქმესა და მოვალეობას იდეალურად ასრულებს. ვფიქრობ, მან ბრწყინვალე გამძლეობა გამოავლინა იმ სიტუაციაში, რომელშიც ის იმყოფება.

მესმის გულშემატკივრების გაბრაზება და ყველაფერი, მეც მქონია ასეთი მომენტები ამ კლუბში, თუმცა როდესაც ყველა შენს წინააღმდეგაა, სწორედ მაშინ იკრებ ადამიანი მაქსიმალურ ძალებსა და მობილიზებას და ძლიერდები - ვგონებ, ერიკ ტენ ჰაგის იდეაც სწორედ ეს არის და ახლა ბევრად უფრო კარგად აათამაშებს კლუბს.

მას კიდევ გარკვეული დრო უნდა მიეცეს და სეზონი დაასრულებინონ, შემდეგ კი უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დარჩება ის ამ კლუბში თუ წავა" - დავიდ მოიესი

შეგახსენებთ, რომ დავიდ მოიესი "წითელი ეშმაკების" მწვრთნელი 2013/2014 წლების სეზონში იყო. მან კლუბი 51-ჯერ გაწვრთნა, საიდანაც 26-ჯერ მოიგო, 10-ჯერ ფრე ითამაშა, ხოლო 15-ჯერ დამარცხდა.

სხვა სტატიები