Belive

"გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია" - როდრიგო

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველი მატჩები გაიმართება. ტურის მთავარი შეხვედრა მანჩესტერში გაიმართება, სადაც ერთმანეთს "სიტი" და "რეალი" დაუპირისპირდებიან. წყვილის უდავო ფავორიტი მადრიდული კლუბია, მაგრამ როდრიგო თვლის, რომ გვარდიოლას გუნდთან თამაში ყოველთვის რთულია.

მედიასთან საუბრისას, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გვარდიოლას მიერ მასზე გაკეთებული კომენტარი კომპლიმენტად მიიღო.

პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ საშიში კაცი ვარ?! ეს კომპლიმენტია! ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ჩემი გადმოსახედიდან, გვარდიოლას გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. - განაცხადა როდრიგომ

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები