Belive

დავიდ დე ხეას რეკორდი - ესპანელი მეკარე მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში შევიდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ დავიდ დე ხეამ ინგლისის პრემიერ ლიგის გადადებულ, მე-18 ტურის მატჩში “ბრაიტონის” წინააღმდეგ (2:0) კარის მშრალად შენახვა მოახერხა. აღნიშნული შეხვედრა ესპანელი მეკარისთვის ისტორიული გამოდგა, რადგანაც იგი ამ დღიდან "წითელი ეშმაკების" ისტორიაში, თავის პოზიციაზე, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საუკეთესო გახდა. საქმე ისაა, რომ იმ შეხვედრების რაოდენობით, რომელშიც 31 წლის კარის დარაჯმა გოლი არ გაუშვა, ყველა დროის რეკორდსმენის, ლეგენდარული პიტერ შმეიხელის იგივე მატჩების ოდენობას გაუტოლდა, რომელიც "მანჩესტერში" 1991-99 წლებში თამაშობდა. კიდევ ერთი ისეთი მატჩის ჩატარების შემთხვევაში, რომელშიც დავიდ დე ხეა გოლს არ გაუვშებს, იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ამ კუთხით საუკეთესო გახდება. დე ხეამ, რომელიც "იუნაიტედს" 2011 წელს შეუერთდა, 472 მატჩში 502 გოლი გაუშვა და 163-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.  

სხვა სტატიები