"ლივერპულმა მაკ ალისტერი შეიძინა" - ფაბრიციო რომანო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ, მერსისაიდულმა გრანდმა ალექსის მაკ ალისტერი შეიძინა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაკ ალისტერის შეძენა "ლივერპულს" £35 მილიონი დაუჯდა. მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილია - ტრანსფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება.
შეგახსენებთ, მაკ ალისტერმა "ლივერპულთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თავდაპირველად, "ბრაიტონი" £60 მილიონს ითხოვდა, თუმცა, "ლივერპულმა" მსოფლიო ჩემპიონის ტრანსფერი £35 მილიონად განახორციელა.