Belive

დავიდ დე ხეამ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დავიდ დე ხეამ, რომელსაც ,,მანჩესტერ იუნაიტედთან'' კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა:

,,ეს მანჩესტერ იუნაიტედის ყველა გულშემატკივრისთვის ჩემი გამოსამშვიდობებელი გზავნილია. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც 12 წლის განმავლობაში გამოხატავდით. მას შემდეგ, რაც ძვირფასმა სერ ალექსმა ამ კლუბში მომიყვანა, ერთად ბევრს მივაღწიეთ.

ეს ჩემს კარიერაში დაუვიწყარი და წარმატებული პერიოდი იყო. არ მეგონა, რომ ამდენს მივაღწევდი. ახლა საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ახალი გამოწვევები მივიღო და საკუთარი თავი ახალ გარემოში გამოვცადო. მანჩესტერი ყოველთვის ჩემს გულში იქნება,'' - დაწერა დე ხეამ სოციალურ ქსელში.

დე ხეა ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' 2011 წლიდან თამაშობდა. ესპანელმა მეკარემ ,,წითელ ეშმაკებთან'' ერთად პრემიერლიგის, ინგლისის თასის, ლიგის თასის (2-ჯერ), სუპერთასისა (3-ჯერ) და ევროპა ლიგის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები