Belive

დორტმუნდის ბორუსიას სანჩოს დაბრუნება 3 მილიონი ევრო დაუჯდება

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დორტმუნდის "ბორუსია" ჯეიდონ სანჩოს დასაბრუნებლად 3 მილიონ ევროს დახარჯავს.

ჟურნალისტის, კრისტიან ფალკის თქმით, ეს თანხა მოიცავს იჯარის საფასურს და 23 წლის ვინგერის ხელფასის ღირებულებას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანჩესტერ იუნაიტედი გააგრძელებს ფეხბურთელის ხელფასის ნაწილის გადახდას.

კლუბებს შორის მოლაპარაკებებმა უკვე გადამწყვეტ ეტაპს მიაღწია. სანჩოს დორტმუნდში გადასვლა სურს. "ბორუსიას" კი გადაწყვეტილი აქვს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს გარიგება.

სეზონის განმავლობაში სანჩოს უთანხმოება ჰქონდა მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელთან, ერიკ ტენ ჰააგთან. ნახევარმცველს ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა 26 აგვისტოს შემდეგ არ მიუღია.

2021 წელს, როდესაც სანჩო დორტმუნდიდან მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევროდ შეფასდა.

სხვა სტატიები