Belive

დაშორებიდან 1 კვირის შემდეგ, ბოატენგის მეგობარი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავი ჯერომ ბოატენგი სკანდალში გაეხვა. დაშორების შესახებ გაკეთებული განცხადებიდან 1 კვირის შემდეგ, სამართალდამცავებმა ბოატენგის მეგობარი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 25-წლის მოდელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცავებმა კასია ლენჰარტის ცხედარი ბერლინში მდებარე აპარტამენტში აღმოაჩინეს. პოლიციის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ შესაძლო თვითმკვლელობის თაობაზე, სამართალდამცავები დილის 8:30 საათზე, შარლოტენბურგის ერთ-ერთ აპარტამენტში გამოცხადდნენ, სადაც გარდაცვლილი კასია ლენჰარტი აღმოაჩინეს. პოლიციის მტკიცებით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად მკვლელობის ვერსია გამოირიცხა. ჯერომ ბოატენგი და კასია ლენჰარტი 15 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც "ბაიერნის" მცველმა დაშორების შესახებ განცხადება გაავრცელა.
1111

"მედიისთვის ცნობილია, რომ კასია ლენჰარტთან ჩემი ურთიერთობა დასრულდა. დღეიდან ჩვენი გზები გაიყო. სამწუხაროა, მაგრამ ჩემი ოჯახისა და ჩემთვის ეს ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო." "მოვლენები სწორად უნდა შევაფასო და ნაბიჯი გადავდგა. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელთაც ჩემი შეცდომებით გული ვატკინე - განსაკუთრებით ჩემს ოჯახს, ყოფილ მეგობარ გოგონა რებეკასა და ჩვენს შვილებს. საკუთარი თავით იმედგაცრუებული ვარ. მამაკაცმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს. მეც სწორედ ამას ვაკეთებ." "კასიას მხოლდო საუკეთესოს ვუსურვებ. ჯერომ ბოატენგი."

სხვა სტატიები