Belive

"დარწმუნებული ვარ, ჰარი მაგუაიერი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია" - გარეთ საუთგეიტი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ბევრისათვის მოულოდნელად, ინგლისელთა თავკაცმა მუნდიალზე ჰარი მაგუაიერი წაიყვანა. საუთგეიტმა შემადგენლობის მიღმა ისეთი ფეხბურთელი დატოვა, როგორიც ფიკაიო ტომორია.

"ვფიქრობ, ახალგაზრდა ცენტრალურ მცველებს საკმარისი გამოცდილება არ აქვთ, რომ გამოცდილი ფეხბურთელები განაცხადს მიღმა დატოვონ. დარწმუნებული ვარ, ჰარი მაგუაიერი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია" - განაცხადა ინგლისის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეტიმა.

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე B ჯგუფში ირანის, აშშ-ს და უელსის ნაკრებებთან ერთად იმყოფება. ბრიტანელები პირველ შეხვედრას ირანის წინააღმდეგ, 21 ნოემბერს გამართავენ.

სხვა სტატიები