სუპერ ლიგასთან დაკავშირებით ტენ ჰაგის აზრმა, მანჩესტერის გულშემატკივრების აგრესია გამოიწვია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ევროპის სუპერ ლიგასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, პრემიერ ლიგის გუნდების წარმომადგენლები აზრის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ. თუმცა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა აღნიშნა, რომ სუპერ ლიგა ფეხბურთს უკეთესს გახდის.
„მიმაჩნია, რომ დღევანდელი სტრუქტურა კარგია, თუმცა, ახალი წამოწყებები ყოველთვის უკეთესია. ეს ყველაფერი ფეხბურთის განვითარებისთვის კარგი იქნება. ადამიანებს ყოველთვის უკეთესი სურთ. თუ ეს წამოწყება ფეხბურთს სიკეთეს მოუტანს მე მხოლოდ მივესალმები." - განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა.
როგორც მოგეხსენებათ, სუპერ ლიგის, ახალი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ აღნიშნული ტურნირი, სულ რაღაც, სამ წელიწადში ხელახლა დაიწყება. ტურნირის ჩატარებას ისინი ახალი ფორმატით აპირებენ.