დარჩება თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგში?
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"დარჩება თუ არა "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "ჰამბურგში" ზაფხულის შემდეგ? ახალგაზრდა ქართველმა უაღრესად კარგად ითამაშა "ჰეიდენჰეიმთან", თუმცა 22 წლის ფეხბურთელის საიჯარო ხელშეკრულება ზაფხულში სრულდება, "ჰამბურგს" კი მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვს. "ჰამბურგის" მაისურით - არც გოლი, არც საგოლე პასი. თუმცა, თუ ამას ელით ახალი ფეხბურთელისგან, ალბათ რეალობისგან შორს ცხოვრობთ. გიორგი ჩაკვეტაძემ 25 წუთი ითამაშა "ჰეინდეჰეიმის" წინააღმდეგ, თუმცა შთაბეჭდილება მოახდინა ბურთის კრეატიული მიღებითა და პასების განაწილებით და ამით პირდაპირ ფანების გულში მოხვდა. როგორც ჩანს, "ჰამბურგისთვის" ზამთრის ერთადერთი შენაძენი წარმატებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ "ჰამბურგს" გამოსყიდვის უფლება არ აქვს, მაინც არსებობს იმის მცირე შანსი, რომ გიორგი ჩაკვეტაძისა და ამ გერმანული კლუბის ურთიერთობა საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგეს", - წერს fr.de.შესაძლოა, ეს იმას გულისხმობდეს, რომ "ჰამბურგსა" და "გენტს" შორის საიჯარო ხელშეკრულება 2022/23 წლების სეზონშიც გაგრძელდეს, რა დროისთვისაც დიდია ალბათობა იმისა, რომ ჩაკვეტაძის ახალი კლუბი გერმანული ფეხბურთის ელიტაში, ბუნდესლიგაში იყოს/ 22 წლის ფეხბურთელმა “ჰამბურგში” გადასვლის შემდეგ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ორ მატჩში ითამაშა (“დარმშტადთან” 13 წუთი, “ჰეიდენჰეიმთან” 25 წუთი). ჩაკვეტაძის გუნდმა ორივე მატჩი მოიგო (5:0 და 2:0) და საერთო ჯამში, 22 ტურის შემდეგ დაგროვებული 40 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და ლიდერ ვერდერის “ბრემენს” და “სენტ-პაულს” მინიმალური სხვაობით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას ქართველი ტალანტის გუნდი 19 თებერვალს, “სანდჰაუზენის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.