Belive

ნაპოლის ლეგენდარული პრეზიდენტი: "კვარაცხელია წარმოუდგენელი ფეხბურთელია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლის" ლეგენდარულმა პრეზიდენტმა და ადამიანმა, რომელმაც, დიეგო მარადონა თავის კლუბში სათამაშოდ მიიწვია, კლუბის ამჟამინდელ წარმატებულ პერიოდსა და ქართველ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

კორადო ფერლაინომ თქვა, რომ ამჟამინდელი "ნაპოლი" კიდევ უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე მარადონას ფორმაციის გუნდი იყო და ხვიჩა კვარაცხელია წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია.

"თამაშობს თუ არა ეს "ნაპოლი" 80-იანი წლების გუნდზე უფრო კარგ ფეხბურთს? დიახ, ეს მართალია. ეს გუნდი ძალიან ძლიერია, მაგრამ ზედმეტი ბედნიერება საშიშია. ჰაერში არ უნდა გაფრინდე და მიწაზე მყარად იდგე.

კვარაცხელია? ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია, ის "ნაპოლის" ძალაა. ეს სიგიჟეა, საშინელებაა, რომ ასეა, მაგრამ მისი სახელის სწორად წარმოთქმა შეუძლებელია. რატომ არ ჰქვია მას ესპოსიტო? ჩემთვის ის უბრალოდ კარაა. მას "ნაპოლისთვის" იგივე ფუნქციები აქვს, რაც ლეაოს "მილანისთვის".

მინდა მივულოცო ჯუნტოლის, რომელიც კვარას საპოვნელად საქართველომდე წავიდა, ასევე მივულოცავ დე ლაურენტისს, რომელსაც ეყო გამბედაობა და სიძლიერე და რა თქმა უნდა, ვულოცავ სპალეტის ოსტატობისა და ფეხის დაცდენის გარეშე სიარულის გამო.

რაც შეეხება სკუდეტოს, მას გაზაფხულზე იგებენ და ასევე გაზაფხულზე კარგავენ. იქამდე, სიტყვა სკუდეტოს ხსენება კარგის არაფრის მომასწავებელია. თანაც, შარშან ამ დროს, "ნაპოლის" მხოლოდ 3 გოლი ჰქონდა გაშვებული, ახლა კი ეს რიცხვი 9-ს უდრის", - თქვა კორადო ფერლაინომ.​

საქართველოს ნაკრების ლიდერს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში “ნაპოლის” მაისურით 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება უშუალოდ სერია A-ს, აქ კვარას მონაგარი 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ასევე, კვარას 4 პენალტი აქვს მოპოვებული, (2-2 სერია A-სა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე), ზოგიერთი პრესტიჟული სტატისტიკური კომპანია იტალიის ჩემპიონატში მოპოვებულ 2 თერთმეტმეტრიანს მისი საგოლე პასების სტატისტიკაში ითვალისწინებს.

სხვა სტატიები