Belive

დაპირისპირება გერმანიის ნაკრებში - რუდიგერმა და ფიულკრუგმა ვარჯიშზე იჩხუბეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩენპიონატის დაწყებამდე რამდენინე დღით ადრე, გერმანიის საფეხბურთო ნაკრებში არაჯანსაღი გარემოა. ავტორიტეტული გერმანული სპორტული ტაბლოიდები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ვარჯიშის დროს, ნიკლას ფულკრუგსა და ანტონიო რუდიგერს შორის დაპირისპირება მოხდა.

BILD აღნიშნავს, რომ ღია ვარჯიშის დროს, რომელსაც 4000 გულშემატკივარი ესწრებოდა, რუდიგერი სისტემატურად უხეშობდა ფულკრუგის წინააღმდეგ. ერთ-ერთი უხეში ვარდნის შემდეგ, ნიკლას ფულკრუგი დამცავ ჯების შეეჯახა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება. ფულკრუგმა და რუდიგერმა ერთმანეთს ხელი ჰკრეს და მოვლენები შესაძლოა კიდევ უფრო დაძაბულიყო, თუმცა, დაპირისპირებაში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი - სანდრო ვაგნერი ჩაერია და ფეხბურთელები გააშველა.

ინციდენტის განსამუხტად, საწვრთნელი პროცესი დროებით შეჩერდა, მაგრამ ფულკრუგი და რუდიგერი კვლავ განაგრძობდნენ დაპირისპირებას. საბოლოოდ ვარჯიში ანტონიო რუდიგერის გარეშე განახლდა, რომელმაც ფიტნესის მწვრთნელთან ერთად, გუნდისგან განცალკევებით განაგრძო ვარჯიში.

შეგახსენებთ, ევრო 2024 მასპინძელი გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით იხსნება. შეხვედრა 14 ივნისს, 23:00 საათზე, "ალიანც არენაზე" გაიმართება.

სხვა სტატიები