Belive

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი დაჯარიმდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-მ ორშაბათს დისციპლინური გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს ჯარიმების მთელ კასკადს სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების მიმართ. 36-თამაშიანი ჯგუფური ეტაპის ჯარიმების ჯამური ოდენობა, თითქმის 1,3 მილიონი ევროა. ტურნირზე მონაწილე 24 ეროვნული ფედერაციიდან სანქცია მხოლოდ სლოვაკეთმა და ესპანეთმა აირიდა.

საქართველოსა და თურქეთის შეხვედრის დაწყებამდე, დორტმუნდის სტადიონზე გულშემატკივრებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო, UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროს ოდენობით, ხოლო თურქეთი 25 000 ევროთი დააჯარიმა. UEFA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ განიხილავს და გაზრდის უსაფრთხოებას სტადიონებზე.

UEFA-მ დააჯარიმა ტურნირის თანაორგანიზატორი გერმანიაც იმის გამო, რომ "სელფის" მსურველებმა, ევროპის ჩემპიონატზე, კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოების გადასაღებად მოედანზე შეღწევა მოახერხეს.

სხვა სტატიები