Belive

დაფი: ,,მესის საუკეთესო ვერსია 23-24 წლის ასაკში იყო, მბაპე ჯერ მასთან ახლოსაც ვერ მიდის''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ირლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დემიენ დაფმა, ერთმანეთს კილიან მბაპე და ლეო მესი შეადარა:

,,მესიმ საუკეთესო ფეხბურთი 23-24 წლის ასაკში ითამაშა, მბაპე ჯერჯერობით მესის დონემდე არ მისულა.

როდის იყო ლეოს საუკეთესო ვერსია? 23-24 წლის ასაკში, კილიანი მასთან ახლოსაც კი ვერ მიდის. ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია,'' - განაცხადა დაფმა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი კვირას, 18 დეკემბერს, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

მიმდინარე მუნდიალზე მესიმ 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, მბაპეს ანგარიშზე კი 5 გოლი და 2 პასია.

სხვა სტატიები