Belive

დანიელ მალდინი მომავალ სეზონს ემპოლიში გაატარებს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' შემტევი, დანიელ მალდინი მომავალ სეზონში ,,ემპოლიში'' ითამაშებს. 21 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდს იჯარის წესით შეუერთდა.

იტალიური კლუბის ვებგერდის ცნობით, იჯარის ხელშეკრულება მალდინის გამოსყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს.

21 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონი ასევე იჯარის წესით ,,სპეციაში'' გაატარა და 20 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო (მათ შორის ორი მილანისა და ინტერის წინააღმდეგ).

მალდინის ,,მილანთან'' კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები