Belive

დანი კარვახალი წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალ მადრიდში" ტრავმების ეპიდემია გრძელდება. ამჯერად "სამეფო კლუბს" განაპირა მცველი დანი კარვახალი დაემტვრა. როგორც ესპანურ მედიაში იწერება, 31 წლის ფეხბურთელი 3-4 კვირას გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წელი მისთვის დასრულებულია. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, კარვახალი ესპანეთის სუპერ თასისთვის მზად იქნება.

დანის "უნიონ ბერლინთან" გასამართი ჩემპიონთალიგური მატჩის გამოტოვება მოუწევს. შიდა ჩემპიონატში კი, მის გუნდს "ბეტისთან", "ვილიარეალთან", "ალავესთან" და "მალიორკასთან" ვერ დაეხმარება.

მადრიდელთა ლაზარეთში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი იმყოფება. კარვახალთან ერთად ტრავმირებულია არდა გიულერი, ტიბო კურტუა, ედუ კამავინგა, ედერ მილიტაო, ლუკა მოდრიჩი, ვინისიუს ჟუნიორი და აურელიან ჩუამენი.

სხვა სტატიები