Belive

არბელოას და ვინისიუსის კომენტარები | "ბაიერნთან წარუმატებლობა არ განიხილება - მხოლოდ გამარჯვება"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგა გადამწვეტ ფაზაში შედის და წინ 1/4-ფინალური დაპირისპირებებია, სადაც ძალიან კარგი და დაძაბული შეხვედრების მოლოდინია.

ერთ-ერთი მთავარი მატჩი მადრიდში შედგება, სადაც 'სამეფო კლუბი' მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება.

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა - ალვარო არბელოამ და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა - ვინისიუს ჟუნიორმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, მოახლოებულ პრინციპულ დაპირისპირებაზე ისაუბრეს.

"ურთულესი და ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება წინ, თუმცა რადგან პირველი თამაში საკუთარ მოედანზე გვაქვს, თავს უფლებას ვაძლევ ვთქვა, რომ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ.

მესმის, რომ ყველა სცენარი უნდა გავაანალიზოთ, მაგრამ ჩვენთვის მხოლოდ ერთი მიზანია - ბაიერნის დამარცხება. ეს არის ის, რაც გვინდა და რისიც გვჯერა.

მე არ ვაყენებ ჩემს თავს არც ერთ მხარეს და არც მეორე მხარეს, სადაც გინდათ, იქ დამსვით. ჩემი აკვიატებაა, მოვამზადო ჩემი გუნდები იმისთვის, რასაც მოედანზე შეხვდებიან და თითოეული მათგანის საუკეთესო ვერსია გამოვავლინო. შენ უნდა იყო მწვრთნელი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია, როგორც ტაქტიკურად, ასევე ჯგუფის მართვის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია მოთამაშეებთან ხშირი კომუნიკაცია, თუნდაც მატჩის მიმდინარეობისას."
- ალრავო არბელოა

ასევე საინტერესო პრესკონფერენცია ჰქონდა ვინისიუსსაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაიერნი ძალიან მრისხანე მეტოქეა, თუმცა სანტიაგო ბერნაბეუს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ იქ თამაში ჯოჯოხეთურად რთულია.

"რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის კავშირია. ჩვენს სახლში, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, ეს ყოველთვის ცვლის მატჩის დინამიკას. მზად უნდა ვიყოთ, რადგან ძალიან ძლიერი გუნდი გვხვდება, რომელმაც ამ სეზონში ძალიან ცოტა თამაში წააგო. თუმცა ჩვენ მზად ვართ, ასეთ მატჩებში დიდი გამოცდილება გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ თავს კარგად გავართმევთ

არის დღეები, როდესაც ზოგჯერ უფრო მეტად ვართ დაკავშირებულები ერთმანეთთან, ზოგჯერ კი ნაკლებად და სწორედ ეს მოხდა მალიორკასთან. ეროვნული ნაკრებიდან ვბრუნდებოდით და არც ისე შეთამაშებულები ვიყავით ერთმანეთთან.

თუ 200%-იან ფორმაში არ ვიქნებით, ბაიერნთან მატჩებს ვერ მოვიგებთ..." - ვინისიუსი

აქვე შეგახსენებთ, რომ რეალისა და ბაიერნის მატჩი 7 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები