ათასობით სათამაშო მოედანზე | ბეტისის გულშემატკივრები ტრადიციას არ ღალატობენ
"რეალ ბეტისის" გულშემატკივრები წინასაშობაო ტრადიციას განაგრძობენ.პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ, სევილიელმა ფანებმა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის მოედანზე ათასობით სათამაშო გადაყარეს.
აღნიშნული ტრადიცია 2018 წლიდან მოდის. გულშემატკივრის მიერ მოედანზე ნასროლი სათამაშოები მოხალისეებს მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის მიაქვთ. ეს ღონისძიება როგორც საქველმოქმედო ღონისძიება ისე ჩატარდა და მას შემდეგ, სისტემატური ხასიათი მიიღო.
წელს "ბეტისის" ფანებმა სათამაშოები "ბილბაოსთან" მატჩის შესვენებაზე გადმოყარეს. მოგვიანებით, კლუბმა გაავრცელა განცხადება, რომ თამაშის შემდეგ 14 000-მდე სათამაშო შეგროვდა.
Real Betis' annual toy donation is one of the best traditions in football 🧸
— ESPN FC (@ESPNFC) December 4, 2023
They throw thousands of stuffed toys onto the pitch to make sure disadvantaged children don't go without a gift at Christmas ❤️🎁
(via @realbetis_en) pic.twitter.com/d0J2Hshdr6