Belive

დანი ალვეშის წარმომადგენლებმა, ფეხბურთელის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია უარყვეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დანი ალვეშის წარმომადგენლებმა, ფეხბურთელის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია უარყვეს.

ბრაზილიელმა ჟურნალისტმა, პაულო ალბუკერკემ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ "ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა თავი მოიკლა. TNT Sports-ის ჟურნალისტი, მარსელო ბეკლერი იტყობინება, რომ ფეხბურთელის წარმომადგენლებმა, ადვოკატის მითითებით, უარყვეს ეს ჭორები.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა, გაუპატიურების საქმეზე, ალვეშის განაჩენს გასამკაცრებლად გაასაჩივრებს. დანი დამნაშავედ ცნეს ღამის კლუბში გოგონას გაუპატიურებაში და მიესაჯა 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამას ემატება 5-წლიანი პირობითი მსჯავრიც. ის ასევე ვალდებულია დაზარალებულს 150 ათასი ევრო გადაუხადოს და 9,5 წელი არ მიუახლოვდეს. გადაწყვეტილება ფეხბურთელის მხარემაც გაასაჩივრა.

დანი ალვეში ბარსელონაში 2008 წლიდან 2016 წლამდე და 2021 წლიდან 2022 წლამდე თამაშობდა. ჯამში მან კატალონიურ კლუბში 408 მატჩი ჩაატარა და 23 ტიტული მოიგო.

სხვა სტატიები