Belive

ვინ გადაიხადა მილიონი ევრო დანი ალვეშის თავისუფლებისთვის?

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გასულ ორშაბათს დანი ალვეშმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, მას შემდეგ, რაც ერთი მილიონი ევროს ოდენობის გირაო, მის სახელზე შეიტანეს. ასეთი დიდი ოდენობის ფულის გადახდამ უამრავი ეჭვი გააჩინა იმის შესახებ, თუ ვინ დგას გირაოს შეტანის უკან. თავდაპირველი მოსაზრებებით ეს ნეიმარის მამამ გააკეთა, თუმცა ვარაუდი არ დადასტურდა.

დღეს გადაცემა "ფიესტაზე" გაირკვა, რომ ალვეშის გირაო არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ კომპანიას ჩაურიცხავს. ჟურნალისტმა, მარისა ბლასკესმა თქვა, რომ ფულის გადმომრიცხავი კომპანია ბრაზიალიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალია.

ჟურნალი, რომელიც ცნობილია ბრაზილიაში, აკეთებს დიდ რეპორტაჟებს ბრაზილიის მნიშვნელოვან ადამიანებზე, მაგრამ ასევე მუშაობს საერთაშორისო დონეზეც. გადახდამ იმიტომ დაიგვიანა, რომ ეს იყო საერთაშორისო ტრანსფერი, რომლის დადასტურებასაც რამდენიმე დღე დასჭირდა - განაცხადა მარისა ბლასკესმა

დანი ალვეშმა უკანასკნელი 14 თვე საპატიმროში გაატარა, ესპანური პროკურატურა მას სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს და ფაქტებიც ფეხბურთელის წინააღმდეგ არის. ალვეშმა ბოლო სხდომაზე განაცხადა, რომ მიმალვას არ აპირებს და სამართლიანობის იმედი აქვს. მილიონი ევროს სანაცვლოდ, ალვეში თავისუფლებაზე იქამდე დარჩება, სანამ სასამართლო საბოლოო ვერდიქტს არ გამოიტანს.