დანი ალვეში პოლიციაში დაიბარეს, შემდეგ კი დააკავეს
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი - დანი ალვეში ქალაქ ბარსელონაში დააკვეს. ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა "Mundo Deportivo" ადასტურებს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, დანი ალვეში დღეს დილით პოლიციაში დაიბარეს, შემდეგ კი პოლიციის მანქანაში ხელბორკილები დაადეს და დააკავეს.
მიზეზი 30 დეკემბერს, ქალაქ ბარსელონას ერთ-ერთ ღამის კლუბში, ქალზე სავარაუდო სექსუალური ძალადობაა.
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც 1 თვის წინ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებში თამაშობდა, პარასკევს დილით პოლიციის განყოფილებაში მივიდა და მისთვის მოულოდნელად დააკავეს.
დილით ბარსელონას პოლიციამ დანი ალვეში ქალაქის ერთ-ერთ სასამართლოში წაიყვანა, სადაც თხუთმეტმა მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დააპატიმრებს თუ გაათავისუფლებს ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს.