კრიშტიანუ რონალდუ: "ვერასდროს გავუგებ ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაკრებში თამაში არ სურთ..."
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, 39 წლის კრიშტიანუ რონალდუმ მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ისაუბრა.
"არ მესმის და ვერასდროს გავუგებ ფეხბურთელებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაშზე უარს ამბობენ. არ მესმის და მართლა უბრალოდ ვერც კი ვხვდები, ცხოვრებაში მათი მამოძრავებელი ძალა რა არის.
არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე საკუთარი ნაკრების ფორმით თამაში. ისიამოვნე ეროვნულ ნაკრებში თამაშით და იქ გატარებული თითოეული წუთით - ამაზე სასიხარულო არაფერი არ არის.
პირადად მე, როდესაც ნაკრების ფორმას ვიცვამ, მახსენდება ჩემს ქვეყანაში გატარებული დრო, ჩემი ქვეყნის კულტურა და ის სირთულეები, რაც ბავშვობიდან გამოვიარე..." - კრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუ 39 წლის ასაკშიც არ აპირებს გაჩერებას და ის მზად არის, რომ ეროვნულ ნაკრებს კვლავ უკაპიტნოს.
39 წლის ლეგენდარულ ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში 216 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 133 გოლის გატანა შეძლო.
პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის მატჩებში, 15 ნოემბერს პოლონეთს უმასპინძლებს, ხოლო 18 ნოემბერს ხორვატიას სპლიტში დაუპირისპირდება.