ჯონი ევანსი პრინცმა უილიამმა ბრიტანეთის სამეფო ორდენით დააჯილდოვა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩრდილოეთ ირლანდიისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა ჯონი ევანსმა ბრიტანეთის სამეფო ორდენი მიიღო. ფეხბურთელს კუთვნილი მედალი პრინცმა უილიამმა გადასცა. ევანსმა აღნიშნული ჯილდო ჩრდილო ირლანდიური ფეხბურთისთვის გაწეული სამსახურისთვის მიიღო.
როცა სახლში წერილი მივიღე, რომელსაც სამეფო ბეჭედი ჰქონდა, შოკში ვიყავი. სიამაყით აღვივსე, როცა ფეხბურთში შეტანილი წვლილი დამიფასდა. ჩემი ქვეყნისთვის 100-ზე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული და ამ მედლამდე სწორედ ამან მიმიყვანა. - განაცხადა ჯონი ევანსმა
ქალაქ ნიუთაუნბეის მკვიდრმა, პირველი შეხვედრა ნაკრებში 2006 წლის სექტემბერში ესპანეთთან წინააღმდეგ გამართა. იმ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიამ მოწინააღმდეგე 3:2 დაამარცხა და დიდი სენსაციაც გამოაცხო. ჩატარებულ 106 შეხვედრაში ევანსმა 6 გოლი გაიტანა. საკლუბო დონეზე მას "ვესტ ბრომვიჩში", "ლესტერში" და "მანჩესტერ იუნაიტედში" უთამაშია, რომლის ღისებას ახლაც იცავს.