Belive

დალიჩი: ,,მინდა, გამარჯვება მიროსლავ ბლაჟევიჩს მივუძღვნა, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალზე ისაუბრა:

,,ეს არის ბრინჯაო ოქროს ბზინვარებით. ძალიან რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ მედლები მთელი ხორვატიისთვის მოვიგეთ, ყველასთვის ვინც მხარს გვიჭერდა. ბოლო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მედალი მოვიპოვეთ.

მინდა, გამარჯვება ჩირო ბლაჟევიჩს (ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1994-2000 წლებში) მივუძღვნა, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო. ბოს, ეს შენთვისაა. ხუთი მედალიც რომ მოვიგო, ყველა მწვრთნელს შორის ყოველთვის მთავარი იქნები.

ჩვენგან ასეთ შედეგს ცოტა ადამიანი ელოდა. მუნდიალზე ბრინჯაოს მედალი შესანიშნავი მიღწევაა,'' - განაცხადა დალიჩმა.

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის მატჩისთვის ხორვატიამ მაროკოს 2:1 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. წინა მუნდიალზე დალიჩის გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

სხვა სტატიები