Belive

ზლატკო დალიჩი: "ესპანელებს დრო და სივრცე მივეცით, რაც ისჯება"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა ესპანეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გაიმართა. ფავორიტად ესპანელები მიიჩნეოდნენ, თუმცა შედეგმა მოლოდინს მაინც გადააჭარბა. შეიძლება ითქვას, რომ დე ლა ფუენტეს გუნდმა ხორვატიას ძალიან მარტივად მოუგო.

პირველივე ტაიმში ალვარო მორატას, ფაბიან რუისისა და კარვახალის გოლებით ფრთაშესხმულ ესპანეთს ზლატკო დალიჩის ნაკრებმა ვერაფერი მოუხერხა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში იყო მცირე გაბრძოლება. ანგარიში პირველი ტაიმის შემდეგ არ შეცვლილა და ევროპის 3-გზის ჩემპიონებმა 3:0 მოიგეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ დალიჩმა მატჩი შეაფასა.

ჩვენ კარგად არ გამოვიყურებოდით და ესპანელებს უნდა მივულოცოთ. ეს მძიმე დამარცხებაა, მაგრამ ასევე დამსახურებული, რადგან არ ვიყავით შესაბამის დონეზე. ვითამაშეთ ენერგიისა და აგრესიულობის გარეშე, განსაკუთრებით თამაშის დასაწყისში.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ მესამე გოლი შესვენებამდე რამდენიმე წამით ადრე გავუშვით. ეს მხოლოდ კონცენტრაციის დაკარგვას შემიძლია დავაბრალო. ესპანელებს დრო და სივრცე მივეცით, რაც ისჯება.

სირცხვილია, გოლები მარტივად გავუშვით და თამაშში ვერ დავბრუნდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შანსები გვქონდა. კიდევ ორი ​​თამაში გვაქვს, აქცენტი ალბანეთსა და იტალიაზე უნდა გადავიტანოთ, გამარჯვებების გზა უნდა მოვძებნოთ. - განაცხადა ზლატკო დალიჩმა

პირველი ტურის შემდეგ ხორვატიის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ესპანეთი და იტალია გამარჯვებების შემდეგ პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ. ალბანეთი კი მესამე ადგილზეა მხოლოდ იმის გამო, რომ იტალიასთან 1-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა. ბოლო ადგილზე მყოფი ხორვატია მომავალ ტურში ალბანეთს შეხვდება და აუცილებელი გამარჯვება უნდა დაგეგმოს.

სხვა სტატიები