"დაისაჯოს ენტონი ტეილორი" - პეტიციას ხელს ათასობით გერმანელი აწერს
გერმანიის ნაკრების აღშფოთებულმა გულშემატკივართა ჯგუფმა, ენტონი ტეილორის უეფას მსაჯების სიიდან ამოღების მოთხოვნით პეტიცია შექმნა. გაბრაზება გამოწვეულია ინგლისელი მსაჯის გადაწყვეტილებით, დამატებით დროში მარკ კუკურელიაზე ხელით თამაშის შემდეგ მან პენალტი არ დანიშნა. ესპანეთმა შეხვედრა მიკელ მერინოს 119-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით (2:1) მოიგო.
შემთხვევა ევრო 2024-ის მეოთხედფინალში მოხდა, მუსიალას დარტყმა კუკურელიას ხელზე მოხვდა, რაც ბევრმა წმინდა პენალტად მიიჩნია. ტეილორმა გადაწყვიტა ეს ეპიზოდი გაეტარებინა და VAR-ის გუნდმა არ მოუწოდა მას მომენტი შეემოწმეებინა. ამ გადაწყვეტილებამ აიძულა 300 000-ზე მეტი გერმანელი გულშემატკივარი, ხელი მოეწერათ პეტიციაზე, პლატფორმაზე change.org, სადაც მოითხოვენ მატჩის გამეორებასა და ტეილორის მიუკერძოებლობის გამოძიებას.
ევრო 2024-ის მეოთხედფინალი: გერმანია vs ესპანეთი. მატჩს ენტონი ტეილორი მსაჯობდა, მაგრამ აშკარად უსამართლოდ! მარკ კუკურელიას (ესპანეთის ნაკრების მოთამაშე) საჯარიმოში მკაფიო ხელით თამაშის შემდეგ (გაშლილი ხელი), გერმანიას არ მიუღია ის პენალტი, რომელიც აშკარად დაიმსახურა, რამაც, შესაძლოა, მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ დაასრულა და ეს ყველაფერი არ არის! ტეილორი უკვე გააკრიტიკა სხვა მსაჯმა ესპანეთის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უეფამ გადაათამაშოს მატჩი, გამოიძიოს ტეილორის ნეიტრალიტეტის ნაკლებობა და დაისაჯოს იგი! - ნათქვამია პეტიციაში
როგორც ცნობილია, ენტონი ტეილორი გერმანიიდან ინგლისში უკვე დაბრუნდა. ნახევარფინალური შეხვედრების მსაჯები უკვე განსაზღვრულია, ხოლო ამ ინცინდენტის გამო, ტეილორის მიერ ფინალის განსჯას არავინ განიხილავდა. დიდი ალბათობით, ფინალში იტალიელი არბიტრი, დანიელე ორსატო იმსაჯებს.