Belive

Daily Mail - ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ვარსკვლავია

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
  • კვარაცხელია აგრძელებს იმის დემონსტრირებას, რისთვისაც ნეაპოლმა შეიყვარა
  • დიდებული გამარჯვების შემდეგ, ნაპოლი ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს
  • უმტიტის წყალობით, "მილანს" საჩემპიონო ბრძოლაში ფეხი დაუცდა

მსოფლიო ჩემპიონატის შედეგად გამოწვეული პაუზის შემდეგ, იტალიის სერია A განახლებული შემართებით დაბრუნდა. იტალიის ელიტურ საფეხბურთო ჩემპიონატში, გულშემატკივრებმა შოკისმომგვრელი და სრული სიგიჟის ამსახველი სცენები იხილეს.

მე-18 ტურის ეგიდით გამართულ 10 შეხვედრაში 33 გოლი გავიდა, რის შემდეგაც Daily Mail-მა პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელშიც იტალიის სერია A-ს ვრცელი მიმოხილვა შემოგვთავაზა. გასაკვირი არაა, რომ ბრიტანული გამოცემის მთავარ სასაუბრო თემას ხვიჩა კვარაცხელია წარმოადგენს. კუნძულელებმა კვარაცხელია სერია A-ს მთავარ ვარსკვლავად დაასახელეს.



ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ვარსკვლავია

ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსი" ფაქტობრივად მარტომ გაანადგურა. კვარამ "ბიანკონერის" დაცვის სისუსტითა და ფრთებზე არსებული უუნარობით იდეალურად ისარგებლა.

"იუვენტუსში" მისმა ვიზავიმ - ფედერიკო კიეზამ, თავის ძველებურად წარმოჩინება ვერ შეძლო და, რა თქმა უნდა, ქართველთან მისი შედარება უადგილოა. კიეზა კვარას ვერ შეედრება.

კვარაცხელია ყველაზე სახიფათო ვინგერია, რომელიც ამჟამად იტალიაში ასპარეზობს. "ნაპოლის" ბრწყინვალე გამარჯვებაში კვარაცხელიამ ლომის წილი დაიდო და თუ ამ ფორმის შენარჩუნებას შეძლებს, სკუდეტო აუცილებლად ნეაპოლელებს დარჩებათ. "ნაპოლის" გულშემატკივრებმა კლუბის 77 ნომერი შეიყვარეს, რის შემდეგაც ქალაქის მასშტაბით, აივნებს საქართველოს დროშა ამშვენებს.

კვარას მიმართ აღფრთოვანება ეჭვგარეშეა, მაგრამ, აქვე ჩნდება მთავარი კითხვა - შეძლებს "ნაპოლი" ზაფხულში მის შენარჩუნებას, იმ ფონზე, როდესაც ევროპის ტოპ კლუბებმა კვარაზე ნადირობა გამოაცხადეს?

სხვა სტატიები