Belive

Corriere dello Sport: "კვარას თვალებში ცეცხლია - ტვინი კი დრიბლინგზე ფიქრით აქვს აღვსილი"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ერთ-ერთი მთავარი იტალიური სპორტული გამოცემა Corriere dello Sport-ი საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ხაზს უსვამს მის მოტივაციას "ლეჩესა" და "მილანთან" გასამართი მატჩების წინ.

"კვარას თვალებში ცეცხლია, ტვინი კი დრიბლინგზე ფიქრით აქვს აღვსილი. მას აქვს ის გიჟური სურვილი, რომელიც კვირა საღამოს შემდეგაც არ გამქრალა. პირიქით, ეს იყო არასწორი მატჩის ტესტი და ანალიზი, რომლითაც ეს სურვილი დაიტოვა. მისი სტატისტიკური მონაცემები გვკარნახობს თუ რა შეიძლება დამართონ 90 წუთის განმავლობაში ადამიანის ფორმაში გამოწყობილმა მარსიანელებმა მეტოქეს.

მისი ეს სტატისტიკური კომპონენტები, სიჩქარე და დრიბლინგი ხდება მწარე მოგონებები "ლეჩესთვის", რომელმაც უნდა იცოდეს თუ საიდან უნდა დაიწყოს მეტოქის შეჩერება - კავარასგან.

"მილანთან" გიჟური დღის ტვირთის თავიდან მოსაცილებლად კვარაცხელია ხდება შვება, რომელიც მარცხენა ფრთიდან ან იქიდან შეუტევს, საიდანაც ამას ოსიმენის არყოფნისას გადაწყვეტს.

"ლეჩე" ახალი სამყაროა, რომლის წინააღმდეგაც ვიქტორის არ ყოფნის დროს კვარაცხელიამ მთავარი გმირის მანტია უნდა მოისხას", - წერს იტალიური გამოცემა.

"ლეჩეს" წინააღმდეგ შეხვედრას 22 წლის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სერია A-ს ეგიდით, სტუმრად, 7 აპრილს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას, აქ “ნაპოლის” პირველი მატჩი “მილანის” წინააღმდეგ 12 აპრილს, სტუმრად, ელის.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 30 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 14 საგოლე პასი გაკეთებული. მის აქტივში ასევე 5 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები