CIES საფეხბურთო ობსერვატორია | კვარაცხელია და დავითაშვილი საუკეთესო ათეულში მოხვდნენ
სტატისტიკის მწარმოებელი ავტორიტეტული ონლაინ გამოცემა CIES საფეხბურთო ობსერვატორია, საიუბილეო, მე-500 ნომერში, საინტერესო რეიტინგს აქვეყნებს.
საფეხბურთო ობსერვატორიამ, რიგით მე-500 ნომერში 2001 წელს და მას შემდეგ დაბადებული ყველაზე გამოცდილი ახალგაზრდა ფეხბურთელები დაასახელა. საუკეთესო ათეულში მოხვდნენ ფეხბურთელები, რომელთაც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული.
CIES საფეხბურთო ობსერვატორიის მიერ შედგენილ საუკეთესო ათეულში, ორი ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი მოხვდნენ. რეიტინგის სათავეში კი მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი შემტევი როდრიგოა.
2001 წელს დაბადებულთა საუკეთესო ათეული
როდრიგო - 379 მატჩი
ტაკეფუსა კუბო - 326 მატჩი
ჯეისონ ნაითი - 303 მატჩი
ბუკაიო საკა - 302 მატჩი
იური ალბერტო - 286 მატჩი
ლი კანგ-ინი - 286 მატჩი
შარლ დე კეტელაერე - 285 მატჩი
ხვიჩა კვარაცხელია - 284 მატჩი
ზურიკო დავითაშვილი - 275 მატჩი
ბრენან ჯონსონი - 274 მატჩი
CIES-ის სტატისტიკის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიამ პროფესიონალურ დონეზე უკვე ჩაატარა 284 ოფიციალური მატჩი. კვარა სეზონში საშუალოდ 37.7 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს - მისი მონაგარი 275 მატჩია (საშუალოდ 36.5).
ფოტო: nakrebi.ge