"ჩვენი ცუდი თამაშის მთავარი მიზეზი ტრავმიანობაა" - ერიკ ტენ ჰაგი
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის გადასარჩენად ერთადერთი შანსი აქვს. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი FA თასის ფინალში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. ამის ფონზე "წითელ ეშმაკებს" ლაზარეთში არც ისე ცოტა მოთამაშე ჰყავთ. დღეს დაშავებულთა სიას მეისონ მაუნტიც შეემატა.
მანჩესტერელთა ნიდერლანდელი თავკაცი, მათი ცუდი სვლის მთავარ მიზეზად სწორედ ტრავმიანობას ასახელებს.
ტრავმებს ჩვენზე ძალიან ცუდი გავლენა აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვიბრძვით. FA თასის ფინალში თამაშით ძალიან ბედნიერები ვართ. ეს შესაძლოა სეზონის მთავარი მატჩი გამოდგეს. ჩვენ ვიცით, რომ არასასურველი პერფორმანსის მთავარი მიზეზი ტრავმებია. ამდენი ტრავმის ფონზე, ვერცერთი გუნდი კარგად ვერ ითამაშებდა. - განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა
შეგახსენებთ, რომ "კრისტალ პალასთან" ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა პრემიერ ლიგის ამ სეზონში მე-13 შეხვედრა დათმო, რაც ,,წითელი ეშმაკების'' ისტორიაში ყველა დროის ანტირეკორდია.
პრემიერლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ,,იუნაიტედს'' 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა (მანჩესტერი ევრო თასების ზონას 2 ქულით ჩამორჩება).