Belive

ოფიციალურად, მანჩესტერ იუნაიტედმა ერიკ ტენ ჰაგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერიკ ტენ ჰაგი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, ამის შესახებ ინფორმაცია თავად კლუბმა გამოაქვეყნა. მანჩესტერელებმა "ვესტ ჰემთან" პრემიერ ლიგის ბოლო ტურში 2:1 წააგეს, სწორედ ამის შემდეგ მიიღეს ტენ ჰაგის გათავისუფლების გადაწყვეტილება. ზოგადად კლუბს ბოლო პერიოდში ცუდი ხანა უდგას, რადგან ბოლო 8 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატში მე-14 ადგილს იკავებს.

ერიკ ტენ ჰაგი "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად 2022 წელს დაინიშნა, 2023 წელს ჯერ კარაბაოს თასი მოიგო, 2024-ში კი FA თასი.

გუნდის მთავარი მწვრთნელი რუდ ვან ნისტელროი გახდება, რომელიც აქამდე გუნდში მწვრთნელის ასისტენტი იყო.

"წითელი ეშმაკების" გვერდზე ერიკ ტენ ჰაგს ასე დაემშვიდობნენ:

ჩვენ მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ერიკს ჩვენთან ყოფნის დროს გაუკეთებია და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში - მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალური განცხადება

სხვა სტატიები