Belive

რაშფორდის აგენტი და დეკუ ბარსელონაში შეხვდნენ - ტრანსფერი მალე დაიხურება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც ესპანური მედიები იტყობინებიან, ბარსელონას სპორტული დირექტორი - დეკუ, ოთხშაბათს, მარკუს რაშფორდის აგენტს კატალონიაში შესაძლო ტრანსფერის საკითხზე შეხვდა.

"Diario Sport"-ის ცნობით, მხარეები ბარსელონას ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდნენ, სადაც ორივე მხარემ ნათლად განაცხადა, რომ ზაფხულში ისინი ტრანსფერით არიან დაინტერესებულნი.

სტატიებში ნათქვამია, რომ ბარსელონა ამჟამად ლუის დიასს ძალიან რთულ ტრანსფერად მიიჩნევს და ამიტომ ყურადღება რაშფორდზე გადაიტანა - მანჩესტერ იუნაიტედის მფლობელობაში მყოფი ფეხბურთელი, ბარსელონაში თამაშზე ოცნებობს, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა მხარეები შეთანხმებას.

ასევე ცნობილი ხდება, რომ დეკუსა და ჰანსი ფლიკს ძალიან მოსწონთ რაშფორდის ვარიანტი, სწორედ ამიტომ, ყველაზე სავარაუდო გზა მისი იჯარით დამატება იქნება, რომელსაც გამოსყიდვის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მარკუს რაშფორდი "წითელი ეშმაკების" აღზრდილია. მას მანჩესტერის ძირითად გუნდში 426 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 138-ჯერ გოლის გატანა და 77-ჯერ საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მიმდინარე სეზონში კი იგი ასტონ ვილაში გაანათხოვრეს, სადაც 17 თამაშში 4-ჯერ გოლით გამოიჩინა თავი, 6-ჯერ კი საგოლე გადაცემით.

სხვა სტატიები