Belive

,,ჩვენი შანსი 1%-ია'' - გვარდიოლა რეალთან მატჩზე

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მადრიდის ,,რეალთან'' საპასუხო შეხვედრის წინ საკუთარი გუნდის შანსები შეაფასა:

,,ასეთ მდგომარეობაში ბერნაბეუზე მოგების შანსი, ალბათ, 1%-ია. თუმცა, ამის მიუხედავად, ვეცდებით, რომ მინიმალური შანსიც გამოვიყენოთ.

ეს ყველაფერი პირველი მატჩის შედეგმა განაპირობა, ბოლო 5 წუთში არაფერი რომ არ შეცვლილიყო, 2:1-ით სხვა სიტუაცია იქნებოდა, 2:3-ზე კი ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ, ვნახოთ, რა მოხდება. - პეპ გვარდიოლა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო შეხვედრაში ,,რეალი'' ,,მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლებს. მატჩი ოთხშაბათს ღამით, 00:00 საათზეა ჩანიშნული.

გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება ,,სამეფო კლუბის'' გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

სხვა სტატიები