Belive

ჩვენი მეტოქე - პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქის, პორტუგალიის ეროვნული გუნდის შემადგენლობა ცნობილია.

რობერტო მარტინესის მიერ შედგენილი და 26 ფეხბურთელით დაკომპლექტებული გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარეები: დიოგო კოშტა, ხოსე სა, რუი პატრისიუ.

მცველები: ანტონიო სილვა, დანილო პერეირა, დიოგო დალო, გონსალო ინასიუ, ჟოაო კანსელო, ნელსონ სემედო, ნუნუ მენდეში, პეპე, რუბენ დიაში.

ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში, ჟოაო ნევეში, ჟოაო პალინია, ოტავიო, რუბენ ნევეში, ვიტინია.

თავდამსხმელები: ბერნარდუ სილვა, კრიშტიანუ რონალდუ, დიოგო ჟოტა, ფრანსისკო კონსეისაო, გონსალო რამოში, ჟოაო ფელიქსი, პედრუ ნეტო, რაფაელ ლეაუ.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ერთმანეთს F ჯგუფის დასკვნითი ტურის შეხვედრაში 26 ივნისს, გელზენკირხენში, "აუფშალკე არენაზე" შეხვდებიან.

სხვა სტატიები