Belive

თურქეთის ნაკრებს კიდევ 2 ფეხბურთელი გამოაკლდა

3 თვის წინ ევრო 2024
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 დღით ადრე, თურქეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს კიდევ 2 ფეხბურთელი გამოაკლდა. თურქულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევრო 2024-ის პირველ მატჩში, საქართველოს წინააღმდეგ ისმაილ იურსეკი და ფერდი ქადიოღლუ ვერ ითამაშებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იურსეკი და ქადიოღლუ თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ მატჩისთვის 100% მზად არ არიან. თურქეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ჩაგლარ სოიუნჯუ, ოზან კაბაკი და ენეს უნალიც ვერ დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, თურქეთისა და საქართველოს მატჩი 18 ივნისს, 20:00 საათზე, დორტმუნდში გაიმართება.

სხვა სტატიები