Belive

"ჩვენი გუნდის ისტორიაში საუკეთესო გახდება" - სიმეონე გრიზმანზე

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდის "ატლეტიკომ" გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა. მადრიდელებმა "სელტიკს" უმასპინძლეს და 6 უპასუხო გოლი გაუტანეს.

"ატლეტიკოს" გამარჯვებაში ლომის წილი ანტუან გრიზმანმა დაიდო - "როხიბლანკოს" ფრანგმა ვარსკვლავმა დუბლი გაიფორმა და მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გრიზმანი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე,მას უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. ასევე ლა ლიგის 11 ტურში, გრიზმანმა 7 გოლის გატანა შეძლო.

"სელტიკტან" გამართული მატჩის შემდეგ, დიეგო სიმეონემ გრიზმანის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ ის "ატლეტიკოს" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

ის ჩვენი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. ამაში ეჭვი არ მეპარება. მის დაბრუნებაში ყველა არ იყო დარწმუნებული, მაგრამ ის დაბადებულია, რომ იყოს "ატლეტი". - დიეგო სიმეონე.

სხვა სტატიები