Belive

ატლეტიკო ბელგიელი ტალანტის ტრანსფერის განხორციელების ზღვარზეა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ანტვერპენს" შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, მადრიდული კლუბი ფორმალურ დოკუმენტებს ამზადებს, რათა არტურ ვერმეერენის ტრანსფერი განახორციელოს.

გავრცელებული ინფორმაციით, "ატლეტიკოს" 18 წლის ბელგიელი ნახევარმცველის ტრანსფერი 22 მილიონი ევრო დაუჯდება, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, შესაძლოა კიდევ რამდენიმე მილიონი დაემატოს. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ატლეტიკოს" წარმომადგენლები, ვერმეერენსა და მის ბანაკს კონტრაქტის პერსონალური დეტალების შესათანხმებლად, უახლოეს საათებში დაუკავშირდებიან.

18 წლის არტურ ვერმეერენი "ანტვერპენის" ძირითად გუნდში 2022 წლიდან ასპარეზობს და ამ დროის განმავლობაში 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში ორი მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები