Belive

"ჩვენ ფარულად ვმუშაობდით, მასთან ყოველთვის ვურთიერთობდით" - ლიონის დირექტორი მიქაუტაძეზე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლიონის" სპორტულმა დირექტორმა დევიდ ფრიომ Le Progrès-თან ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა და კულისებში მომხდარი ამბავი გაიხსენა, მისი განცხადებით ქართველი ფეხბურთელი "ლიონის" ინტერესის სფერო ყოველთვის იყო და ისინი ჟორჟს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ, საბოლოოდ კი, მათ დასახულ მიზანს მიაღწიეს.

როდესაც მოულოდნელობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ასეთი მუშაობის მიზანი. ჩვენ ამას მიზანმიმართულად ყოველთვის არ ვაკეთებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმის ცოდნა, თუ ვინ იყო ჩვენს სიაში ნომერ პირველი და ეს იყო ჟორჟი. ჩვენ ფარულად ვმუშაობდით, მასთან ყოველთვის ვურთიერთობდით, საბოლოოდ გადამწყვეტი ფაქტორი იყო მოთამაშის არჩევანი. მისი აქ ჩამოყვანა გვინდოდა და ავუხსენით პროექტი თუ რატომ გვსურდა გუნდში მისი მოყვანა. ეს მართლაც მოულოდნელი იყო, რადგან ის სხვაგან იყო გამოცხადებული, მაგრამ ჩვენ ჩვენი მისია შევასრულეთ. დარწმუნებული ვიყავით, რომ ჟორჟი დაბრუნდებოდა. ყოველთვის არის ხოლმე ეჭვები, რადგან ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ როდესაც საქმეს კარგად, მოწესრიგებული პროცესით, საერთო ნება-სურვილით აკეთებ, მაშინ, ყველაფერი გამოდის. ჩვენ, ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ. - დევიდ ფრიო - "ლიონის" სპორტული დირექტორი

სხვა სტატიები