"ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მე ვწვრთნი ბიჭებს, რომლებიც ჯერჯერობით იტალიის ჩემპიონები არიან" - ვალტერ მაცარი
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვალ იტალიის სერია-A-ს გამარჯვებული "ნაპოლი" იტალიის თასის გამარჯვებულს მილანის "ინტერს" საუდის არაბეთის ქალაქ რიადში სუპერთასის ფინალში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრამდე "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ და გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ მედიასთან კომენტარი გააკეთეს
"ინტერის" შესახებ:
მილანის "ინტერი" შესანიშნავი გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით და ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მეტოქე ძალიან კარგ ფორმაშია, შემადგენლობის არცერთ კომპონენტში ცუდად არ გამოიყურება. ასეთი ტიპის დაპირისპირებაში დიდ გუნდებსაც შეიძლება ჰქონდეთ ჩავარდნა, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ "ინტერს" ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვუჩვენოთ, ეს კი სეზონის დარჩენილ პერიოდში კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას შეგვმატებს. - ვალტერ მაცარი - "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი
არის "ინტერი" საშიში მეტოქე?
მე არ ვფიქრობ ფრეზე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მე ვწვრთნი ბიჭებს, რომლებიც ჯერჯერობით იტალიის ჩემპიონები არიან. ჩემპიონატში ჩვენ როდესაც "ინტერის" წინააღმდეგ ვითამაშეთ, ბურთის ფლობის უპირატესობა გვქონდა, მაგრამ კონტრშეტევაზე 3:0 წავაგეთ. ჩვენ გვქონდა კარგი საგოლე მომენტები და ბურთის ფლობა, მაგრამ მეტოქემ თავისი შექმნილი მომენტები უკეთ გამოიყენა. სუპერთასის შეხვედრაში ძლიერი მოთამაშეები მყავს, არის რამდენიმე ტრავმირებული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია "ინტერს" თანაბარი ბრძოლა გავუმართოთ. - ვალტერ მაცარი - "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი
ტრავმირებულ მოთამაშეებზე:
თქვენ იცით, რომ ერთ მატჩსა და მეორე მატჩს შორის რამდენიმე ვარჯიშია, დღეს კი იქნება ბოლოსწინა და გავიგებთ შეძლებს თუ არა დემე თამაშს, თუ მოუწევს სათადარიგოზე ყოფნა. ოლივერა ვერ შეძლებს რა თქმა უნდა. დიდი ალბათობით დაგვეხმარება კაჯუსტე, ასევე ჟელინსკი გამოჯანმრთელდა და ვარჯიშიც კარგად ჩაატარა, არვიცი ზუსტად რამდენი სათამაშო დრო მიეცემა, ამას დღეს გავიგებთ. - ვალტერ მაცარი - "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი
ტრაორეზე, ლინდსტრომზე და ნგონგეზე
ტრაორე ერთადერთია, რომლის შესახებაც ვერაფერს ვიტყვი, რადგან როგორც მითხრეს ჯერჯერობით მომზადება სჭირდება, რომ ითამაშოს.
ლინდსტრომი კარგ ფორმაშია, მაგრამ მას დრო სჭირდება. ის ბედნიერი და მოტივირებულია, მან უნდა დაიმკვიდროს ადგილი და აჩვენოს რისი გაკეთებაც შეუძლია, რისთვისაც ის გუნდში მოიყვანეს.
ნგონგეს რაც შეეხება, მე მას ველაპარაკე და შეუძლია თამაში, ვფიქრობ ის მზადების კარგ დონეზეა. მე მივხვდები არის თუ არა იმ დონეზე რომ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. - ვალტერ მაცარი - "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი
ფინალში ფავორიტი არავინაა, სუპერთასის დაპირისპირებაში ერთმანეთს ორი თანაბარი დონის გუნდი ხვდება. ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვხვდებით მეტოქეს, რომელსაც თამაშის დიდი ხარისხი და თავდაჯერებულობა აქვს. ეს კარგი გამოწვევა იქნება და ჩვენ ამ თამაშში მთელ ენერგიას ჩავდებთ.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგოთ. როგორც ჩვენთვის, ასევე კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის. სუპერთასმა შეიძლება დიდი სიხარული მოგვანიჭოს, მაგრამ ის მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობისთვის, რათა სეზონის დარჩენილი პერიოდი კარგად გავიაროთ.
მათ გუნდში ჰყავთ მაღალი ხარისხის შემტევი წყვილი. ნათელია, რომ ძალიან ეფექტური დაცვის თამაში მოგვიწევს, მაგრამ მთლიანად გუნდი უნდა მოეწყოს ისე, რომ როგორც დაცვაში ასევე შეტევაში მაღალ დონეზე შევძლოთ ასპარეზობა, რათა კონკურენცია გავუწიოთ.
"ნაპოლის" საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს, რომლის დემონსტრირება მოედანზე მოხდება. ჩვენ მზად ვართ ფინალში ვითამაშოთ მთელი ჩვენი პოტენციალით. - ჯოვანი დი ლორენცო - "ნაპოლის" კაპიტანი
შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" სუპერთასის ნახევარფინალში "ფიორენტინა" 3:0 დაამარცხა, ასევე "ინტერმაც" მეტოქე "ლაციოს" 3:0 მოუგო.