Belive

ნაპოლის სპორტული დირექტორი: "ოსიმენს წასვლა უნდა და ამიტომ არ თამაშობს"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ დაადასტურა, რომ ვიქტორ ოსიმენი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით არ თამაშობს და არც ითამაშებს, რადგან ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს და სამწვრთნელო შტაბმა "ჯგუფის მთლიანობა" უნდა დაიცვას.

ნიგერიელს ამ ზაფხულს ნაპოლის არცერთ წინასასეზონო მატჩში არ უთამაშია. ის ბოლოს, ნაპოლის მაისურით, 2023-24 წლების სეზონის ბოლო მატჩში, "ლეჩესთან" გამოჩნდა, როცა სათადარიგო სკამიდან შემოვიდა. ოსიმენი არ იყო გუშინ, კოპა იტალიის მატჩშიც, სადაც ნეაპოლელებმა პენალტების სერიაში "მოდენა" დაამარცხეს.

ვიქტორი არის ფეხბურთელი, რომელსაც წასვლა სურს და შარშან უკვე იყო ასეთი სიტუაცია. ჩვენ მშვიდად ვართ, რადგან გუნდში გვყავს მოთამაშეები, რომლებიც მზად არიან მის ჩასანაცვლებლად.

ოსიმენი ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩვენ გვინდა დავიცვათ ჯგუფის მთლიანობა და გვირჩევნია ჰარმონია შევინარჩუნოთ. ვნახაოთ, რა მოხდება მომდევნო 20 დღის განმავლობაში. - განუცხადა SportMediaset-ს ჯოვანი მანამ

ნაპოლის ჯერ არ უპოვია კლუბი, რომელიც ოსიმენს შეიძენს, მაგრამ მანას ვარაუდით, ყველაფერი შეიძლება უახლოეს კვირებში გადაწყდეს. ვიქტორს ხშირად უკავშირებენ "პსჟ"-ს, "ჩელსის" და საუდის არაბეთს.

სხვა სტატიები